თავში

პაკისტანში თავდასხმის შედეგად 4 მესაზღვრე დაიღუპა

პაკისტანში თავდასხმის შედეგად 4 მესაზღვრე დაიღუპა
პაკისტანში თავდასხმის შედეგად 4 მესაზღვრე დაიღუპა

პაკისტან-ავღანეთის საზღვარზე შეიარაღებული თავდასხმის შედეგად პაკისტანის ოთხი მესაზღვრე დაიღუპა და ექვსი დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის ოფიციალური პირები ავრცელებენ.

აღნიშნულია, რომ ბალუჩისტანის პროვინციაში, პაკისტანის სასაზღვრო ტერიტორიაზე ავღანეთიდან ჩასაფრებულები იყვნენ ტერორისტები, რომლებმაც მესაზღვეებზე იერიში მიიტანეს. თავდასხმა მაშინ მოხდა, როდესაც ოფიციალური პირები საზღვარზე პატრულირებდნენ.

"თავდასხმას ოთხი მესაზღვრე შეეწირა და ექვსი დაშავდა. ოფიცრებმა შეტევას დაუყოვნებლივ უპასუხეს", - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობილია, რომ დაზარალებულები ბალუჩისტანის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system