თავში

პაკისტანში თვითმფრინავი ჩამოვარდა - VIDEO - განახლებულია

​პაკისტანში თვითმფრინავი ჩამოვარდა
პაკისტანში თვითმფრინავი ჩამოვარდა - VIDEO - განახლებულია

კარაჩის აეროპორტში "პაკისტანის ავიახაზების" თვითმფრინავის ავიაკატასტროფისას სულ მცირე 90 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეარხი Bol news ავრცელებს.

"ავიაციის ფედერალურმა მინისტრმა, გულამ სარვარ ხანმა დაადასტურა, რომ "პაკისტანის საერთაშორისო ავიახაზების" რეისის ავიაკატასტროფას კარაჩის აეროპორტთან სულ მცირე 90 ადამიანი ემსხვერპლა", - აცხადებს ტელეარხი.

მედიის ინფორმაციით, თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 5 სახლი და რამდენიმე ავტომობილი დაზიანდა. 

19:32

კარაჩის აეროპორტში "პაკისტანის ავიახაზების" თვითმფრინავის ავიაკატასტროფისას სულ მცირე 32 ადამიანი გადარჩა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ავიაკომპანიის მიერ გამოქვეყნებული სიის თანახმად, ინციდენტის დროს ბორტზე 51 მამაკაცი, 31 ქალი, 9 არასრულწლოვანი ბავშვი და ეკიპაჟის 7 წევრი იმყოფებოდნენ.

პაკისტანში Airbus A320-ის ავიაკატასტროფის ადგილას ცოცხალი ჩვილი აღმოაჩინეს

18:16

კარაჩის აეროპორტში ავიაკატასტროფისას დაღუპულთა რიცხვი 35-მდე გაიზარდა. 

ამის შესახებ ედხის ფონდი იტყობინება, რომელიც პაკისტანში უსახლკაროთა რამდენიმე ათეულ სახლს ფლობს, სასწრაფო დახმარების 1,8 ათასზე მეტი მანქანისა და რამდენიმე ათეული უფასო საავადმყოფოს მუშაობას უზრუნველყოფს.

17:51

კარაჩის საავადმყოფოში ავიაკატასტროფისას დაღუპული სულ მცირე 11 ადამიანის ცხედარი მიიტანეს. ამის შესახებ სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენელმა განაცხადა.

ჯერჯერობით უცნობია, ეს "პაკისტანის ავიახაზების" თვითმფრინავის მგზავრებია, თუ მიწაზე მყოფი მოქალაქეები.

16:05

მაშველებმა პაკისტანში 15-20 ადამიანი გადაარჩინეს იმ ადგილას, სადაც თვითმფრინავმა A-320-მა ავიაკატასტროფა განიცადა. 8 დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ადგილობრივი მედია წერს, რომ ნანგრევებიდან 5-წლის ბავშვის ცხედარი ამოიყვანეს.

წინასწარი ინფორმაციით, ტრაგედიის მიზეზი, შესაძლოა, ტექნიკური გაუმართაობა გამხდარიყო. ვრცელდება ცნობები, რომ ეკიპაჟი შასის პრობლემების შესახებ იუწყებოდა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ მაშველებმა 15-მდე ცხედარი ამოიყვანეს.

თვითმფრინავი დასახლებულ რაიონში ჩამოვარდა.

პაკისტანის პრემიერ-მინისტრის, იმრან ხანის განცხადებით, ავიაკატასტროფის ფაქტზე გამოძიება დაუყოვნებლივ დაიწყება.

14:22 

კარაჩის აეროპორტში "პაკისტანის ავიახაზების" თვითმფრინავი ჩამოვარდა. 

რეისი ლაჰორიდან კარაჩიში მიფრინავდა.

"პაკისტანის ავიახაზების" პრესპიკერის თქმით, Airbus A320-ის ბორტზე 90 მგზავრი და ეკიპაჟის 8 წევრი იმყოფებოდა. 

ადგილზე სამაშველო სამსახურები მუშაობს. 

გარდაცვლითა და დაშავებულთა რიცხვი ჯერჯერობით უცნობია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system