თავში

პაკისტანში უამინდობამ 35 ადამიანი იმსხვერპლა

​პაკისტანში უამინდობამ 35 ადამიანი იმსხვერპლა
პაკისტანში უამინდობამ 35 ადამიანი იმსხვერპლა

პაკისტანის ჩრდილო-აღმოსავლეთ და ჩრდილო-დასავლეთში ძლიერი თოვლისა და ძლიერი წვიმის შედეგად, სულ მცირე, 35 ადამიანი დაიღუპა, დაახლოებით 30 დაშავდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მაღალმთიან გზატკეცილზე პენჯაბის ჩრდილო-აღმოსავლეთ პროვინციაში ძლიერმა თოვლმა 23 ტურისტი, მათ შორის ქალები და ბავშვები იმსხვერპლა. ისინი მანქანებში იმყოფებოდნენ, რომლებიც საკურორტო ქალაქ მურის მახლობლად თოვლში იყო ჩარჩენილი.

დღეს დილისთვის ეს გზა გაიწმინდა და მოძრაობა აღდგა. დაშავებულებს დახმარება გაუწიეს, ასობით ადამიანი დროებით ბანაკებში მოათავსეს.

ჩრდილო-დასავლეთ პაკისტანში ძლიერი წვიმის შედეგად, სულ მცირე, 12 ადგილობრივი დაიღუპა და დაახლოებით 30 დაშავდა. წვიმის შედეგად გამოწვეულმა წყალდიდობამ 20-ზე მეტი სახლი გაანადგურა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system