თავში

პალესტინამ ისრაელისგან ვაქცინის მიღებაზე უარი თქვა

პალესტინამ ისრაელისგან ვაქცინის მიღებაზე უარი თქვა
პალესტინამ ისრაელისგან ვაქცინის მიღებაზე უარი თქვა

პალესტინის მთავრობამ შეთანხმება, რომლის თანახმადაც ისრაელს კორონავირუსის ვაქცინის მინიმუმ 1 მილიონი დოზა უნდა მიეწოდებინა, გააუქმა.

BBC-ის ცნობით, პალესტინის ჯანდაცვის მინისტრი, მაი ალკაილა აცხადებს, რომ ვაქცინას მცირე ვადა აქვს დარჩენილი, რის გამოც მის მოხმარებას ვერ მოასწრებენ. 

მისი თქმით, მათ უთხრეს, რომ Pfizer-ის ვაქცინას ვადა ივლისში ან აგვისტოში გასდიოდა, მაგრამ როდესაც ვაქცინა ჩაიტანეს, აღმოჩნდა, რომ ვადა ივნისში გასდის.

პალესტინის ხელისუფლების პრესსპიკერმა იბრაჰიმ მელჰემმა განაცხადა, რომ მთავრობა უარს აცხადებს იმ ვაქცინების მიღებაზე, რომელთა ვადაც პრაქტიკულად ამოწურულია.

ცნობისათვის, ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ნაფტალი ბენეტის ოფისმა განაცხადა, რომ ისრაელმა პალესტინის მთავრობასთან ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომელიც Pfizer-ის ვაქცინის 1 მილიონამდე დოზის მიწოდებას ითვალისწინებს, რომლის გამოყენების ვადაც მალე იწურება, თუმცა გავრცელებულ ინფორმაციაში კონკრეტული თარიღი მითითებული არ იყო.

პალესტინის ოფიციალური პირების ცნობით, ღაზას სექტორში და დასავლეთის ნაპირზე მცხოვრები პალესტინელების 30 პროცენტი მინიმუმ 1 დოზით მაინც არის აცრილი. 

შეგახსენებთ, რომ მასობრივი ვაქცინაციის კამპანიის ფარგლებში, ისრაელის მოქალაქეთა 55% ვაქცინის ორივე დოზით აცრილია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system