თავში

პალესტინაში ისრაელის აგრესიას თურქეთი არ შეეგუება - ერდოღანი

პალესტინაში ისრაელის აგრესიას თურქეთი არ შეეგუება - ერდოღანი
პალესტინაში ისრაელის აგრესიას თურქეთი არ შეეგუება - ერდოღანი

"მაშინაც კი, თუ პალესტინაში ისრაელის აგრესიაზე მთელი მსოფლიო თვალს დახუჭავს, თურქეთი ამას არ შეეგუება", - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

ერდოღანის განცხადებით. ანკარა მტკიცედ ეწინააღმდეგება ალ-აქსას მეჩეთზე თავდასხმების ფაქტს. თურქეთის პრეზიდენტმა იერუსალიმსა და ღაზას სექტორში მოქმედებების გამო, ისრაელს „ტერორისტული სახელმწიფო“ უწოდა.

”ვწუხვართ და აღშფოთებული ვართ ისრაელის, ტერორისტული სახელმწიფოს, სისასტიკის გამო, რომელსაც მხოლოდ ბავშვებზე, დაუცველ ქალებსა და უდანაშაულო ადამიანებზე თავდასხმის გამბედაობა ჰყოფნის. თურქეთის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით პრინციპულია“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

ისრაელსა და ჰამასს შორის ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარე დაპირისპირება პიკს აღწევს და საერთაშორისო შეშფოთებას იწვევს. ვითარება შესაძლოა კონტროლიდან გავიდეს.

11 მაისის ღამით დაჯგუფება „ჰამასმა“ ისრაელის მიმართულებით დაახლოებით 630 რაკეტა გაუშვა. აქედან 150 ღაზას სექტორის შიგნითვე აფეთქდა. ისრაელის სარაკეტო თავდაცვის სისტემამ დაახლოებით 200 მათგანის შეკავება შეძლო.

ისრაელის არმიის გენშტაბის ინფორმაციით, სამხედრო ოპერაციები მანამდე გაგრძელდება, ვიდრე ღაზას სექტორში რადიკალების ყველა გვირაბი არ იქნება განადგურებული.

ისრაელის შეიარაღებული ძალების ცნობით, კონფლიქტის დაწყებიდან დღემდე, პალესტინელებმა ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 2 000-ზე მეტი რაკეტა გაუშვეს.

პალესტინის ჯანდაცვის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კონფლიქტის დაწყებიდან დღემდე, ღაზას სექტორზე ისრაელის თავდასხმების შედეგად, 139-მდე ადამიანი დაიღუპა, 950-მდე დაშავდა. დაღუპულთა შორის 39 ბავშვი და 22 ქალია.

შეტაკებას მსხვერპლი მოჰყვა ისრაელის მხრიდანაც. დაღუპულია 8 ადამიანი, მათ შორის ორი არასრულწლოვანი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system