თავში

პალესტინაში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება

პალესტინაში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება
პალესტინაში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება

პალესტინაში ბოლო 15 წლის განმავლობაში პირველად საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა The Guardian ავრცელებს. 

საპარლამენტო არჩევნები 2021 წლის 22 მაისს, საპრეზიდენტო არჩევნები კი 2021 წლის 31 ივლისს არის ჩანიშნული. 

საპარლამენტო არჩევნების შედეგად 120-მანდატიანი პარლამენტი შეიქმნება.

პალესტინაში საპარლამენტო არჩევნები ბოლოს 2006 წელს ჩატარდა, რომელშიც „ჰამასმა“ გაიმარჯვა, 2005 წელს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში კი გამარჯვება მაჰმუდ აბასმა მოიპოვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system