თავში

პალესტინელებმა პოლიციელებს ქვები დაუშინეს, რის შემდეგაც ისრაელის პოლიცია ტაძრის მთის ტერიტორიაზე შევიდა

პალესტინელებმა პოლიციელებს ქვები დაუშინეს, რის შემდეგაც ისრაელის პოლიცია ტაძრის მთის ტერიტორიაზე შევიდა
პალესტინელებმა პოლიციელებს ქვები დაუშინეს, რის შემდეგაც ისრაელის პოლიცია ტაძრის მთის ტერიტორიაზე შევიდა

ისრაელის პოლიცია ტაძრის მთის ტერიტორიაზე შევიდა. ისრაელის პოლიციის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ტერიტორიაზე წესრიგის აღდგენა მას შემდეგ დაიწყეს, რაც პალესტინელებმა პარასკევის ლოცვის შემდეგ არეულობა მოაწყეს და პოლიციის თანამშრომლებს ქვები, ბოთლები და სხვადასხვა საგნები დაუშინეს.

„ჩვენ არ დავუშვებთ არეულობის, ძალადობისა და პოლიციელთათვის ზიანის მიყენების მცდელობებს“, -აღნიშნეს ისრაელის პოლიციაში.

მედიის ცნობით, პოლიციამ პალესტინელების წინააღმდეგ ხმოვან-მანათობელი ყუმბარები, ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. 

პალესტინის „წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციის“ ინფორმაციით, დაპირისპირების შედეგად 53 პალესტინელი დაშავდა. ისრაელის მედია სამი პოლიციელის დაშავების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.

ისრაელში შიშობენ, რომ იერუსალიმში დაძაბულობა 9 მაისსაც გაგრძელდება. 

კვირა საღამოს პალესტინელების „ბედის ღამეა“, ყველაზე წმინდა მოვლენა მუსლიმთა წმინდა რამადანის თვეში. მუსლიმი მომლოცველები ღამით ინტენსიური ლოცვებისთვის  ალ-აქსას მეჩეთში შეიკრიბებიან. კვირას ღამით აგრეთვე იწყება იერუსალიმის დღე, ეროვნული დღესასწაული, რომლის დროსაც ისრაელში იერუსალიმის გაერთიანებას აღნიშნავენ და რელიგიური ნაციონალისტები აღლუმებსა და სხვა დღესასწაულებს მართავენ ქალაქში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system