თავში

პალესტინელი ქალი ისრაელის სამხედროებზე თავდასხმისას მოკლეს

​პალესტინელი ქალი ისრაელის სამხედროებზე თავდასხმისას მოკლეს
პალესტინელი ქალი ისრაელის სამხედროებზე თავდასხმისას მოკლეს

მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე, ქალაქ ჰებრონის სადავო ტერიტორიაზე ისრაელის არმიის წარმომადგენლებმა პალესტინელი ქალი მოკლეს. ისრაელის პოლიციის განცხადებით, ქალი დანით თავს დაესხა სამხედროებს, რა დროსაც ისრაელის არმიის წარმომადგენლებმა საფრთხე აღკვეთეს. ინციდენტი იმ ტერიტორიაზე მოხდა, რომელსაც მუსლიმები იბრაჰიმის მეჩეთს უწოდებენ, ებრაელები კი პატრიარქების საფლავებს.

პალესტინელ ქალს პირველადი სამედიცინო დახმარება ებრაელმა ექიმებმა აღმოუჩინეს და იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

2015 წლიდან, პალესტინელების მხრიდან ისრაელის არმიის წარმომადგენლებზე თავდასხმისა და მკვლელობის 60-ზე მეტი შემთხვევა მოხდა. ისრაელის არმიამ ამავე პერიოდში 260 პალესტინელი მოკლა.

ქალაქი ჰებრონი 1997 წელს, ხელშეკრულების მიხედვით, ორ ნაწილად გაიყო. H1 სექტორი რომელიც ქალაქის 80 % მოიცავს და მასში 120 000 პალესტინელი ცხოვრობს, პალესტინის ადმინისტრაციას დაექვემდებარა. H2 სექტორი 30 ათასიანი პალესტინელით კი ისრაელის არმიის კონტროლის ქვეშ გადავიდა. სექტორიდან სექტორში გადასვლა შეიძლება ისრაელის ნებისმიერი საკონტროლო-გამშვები პუნქტიდან. ჰებრონში დროდადრო წარმოიქმნება შეიარაღებული მღელვარების კერები ისრაელის არმიას, ებრაელებსა და არაბებს შორის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system