თავში

პამელა ანდერსონი მეექვსედ გათხოვდა

პამელა ანდერსონი მეექვსედ გათხოვდა
პამელა ანდერსონი მეექვსედ გათხოვდა

კანადელ-ამერიკელი მსახიობი და მოდელი პამელა ანდერსონი მეექვსედ დაქორწინდა. მისი რჩეული საკუთარი მცველი დენ ჰეიჰურსტია.

53 წლის მსახიობის თქმით, შობის ღამეს კანადაში, ანდერსონის მამულში მოკრძალებული ცერემონია გაიმართა.

მეუღლე მან ერთი წლის წინ გაიცნო, როდესაც ჰეიჰურსტი მშენებლად მუშაობდა და ამ კუნძულზე მსახიობის ოჯახის სახლს აკეთებდა.

"მე ზუსტად იქ ვარ, სადაც უნდა ვიყო. იმ მამაკაცის მკლავებში, რომელსაც ნამდვილად ვუყვარვარ", - განაცხადა მსახიობმა.

პამელა ანდერსონი დაიბადა და გაიზარდა ქალაქ ვანკუვერში. მოგვიანებით, ჟურნალმა Playboy-მ იგი ლოს-ანჯელესში გადაიყვანა. მას წარმატება სერიალმა "მაშველებმა" მოუტანა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system