თავში

პანამაში ალკოჰოლის გაყიდვა აღარ იზღუდება

პანამაში ალკოჰოლის გაყიდვა აღარ იზღუდება
პანამაში ალკოჰოლის გაყიდვა აღარ იზღუდება

პანამაში, კოროვირუსთან დაკავშირებით დაწესებული ალკოჰოლის გაყიდვის შეზღუდვა, თვენახევრის შემდეგ გაუქმდა. 

შეზღუდვის გაუქმების ბრძანება პრეზიდენტმა გამოსცა. 

”ქვეყნის მასშტაბით ალკოჰოლური სასმელების გაყიდვა და მოხმარება გარკვეული წესების დაცვითაა ნებადართული. მათი გაყიდვა მხოლოდ ლიცენზირებულ მაღაზიებში, საცალო და გაუხსნელ კონტეინერებში შეიძლება” - აღნიშნულია განკარგულებაში, რომელიც მთავრობის ოფიციალურ გაზეთში გამოქვეყნდა. 

ამჟამად, ერთ პანამელს მხოლოდ ექვსი ქილა ლუდის, ერთი ბოთლი ღვინის ან ერთი ბოთლი ძლიერი ალკოჰოლური სასმელის შეძენა შეუძლია. ეს შეზღუდვები კი 22 ივნისს გაუქმდება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system