თავში

პანდემიამ აჩვენა, რომ კაცობრიობამ სოლიდარობის ტესტი ვერ ჩააბარა - ერდოღანი

​პანდემიამ აჩვენა, რომ კაცობრიობამ სოლიდარობის ტესტი ვერ ჩააბარა - ერდ
პანდემიამ აჩვენა, რომ კაცობრიობამ სოლიდარობის ტესტი ვერ ჩააბარა - ერდოღანი

პანდემიის დროს კაცობრიობამ გააცნობიერა, რომ ერთი დიდი ოჯახია, მაგრამ სოლიდარობის გამოცდა ვერ ჩააბარა, რადგან ღარიბი ქვეყნები ყველა პრობლემის წინაშე პირისპირ მარტო აღმოჩნდნენ. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ნიუ-იორკში გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ეს "გლობალური სისტემის უსამართლო სტრუქტურამ" გამოიწვია.

ამ კონტექსტში, ერდოღანმა მიგრაციული კრიზისი და ომი სირიაში გაიხსენა.

”საერთაშორისო საზოგადოებამ არ უნდა დაუშვას, რომ არსებული კრიზისი სირიაში კიდევ ათი წლის განმავლობაში გაგრძელდეს. ჩვენ აქტიური პოლიტიკური ნების დემონსტრირება და ამ პრობლემის გადაჭრა გვჭირდება", - განაცხადა მან.

ერდოღანმა თავისი მოხსენების უმეტესი ნაწილი გარემოსდაცვით პრობლემებს დაუთმო. მისი თქმით, მომდევნო თვეში პარიზის შეთანხმება დასამტკიცებლად თურქეთის პარლამენტს წარედგინება, ხოლო ნოემბერში, გლაზგოში კლიმატის კონფერენციის დაწყებამდე, მისი რატიფიკაციის პროცესის დასრულება იგეგმება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system