თავში

პანდემიასთან ბრძოლის მოწინააღმდეგეთა აქციაზე 29 პოლიციელი დაშავდა

​პანდემიასთან ბრძოლის მოწინააღმდეგეთა აქციაზე 29 პოლიციელი დაშავდა
პანდემიასთან ბრძოლის მოწინააღმდეგეთა აქციაზე 29 პოლიციელი დაშავდა

გერმანიაში, ე.წ.კოვიდ-დისიდენტების აქციაზე დემონსტრანტებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირებისას 29 პოლიციელი დაშავდა. აქციის მონაწილეები სამართალდამცავებს ბოთლებსა და ქვებს ესროდნენ. დემონსტრაციაზე 231 კაცი დააკავეს. პროტესტი ახალმა კანონპროექტმა გამოიწვია, რომელიც ხელისუფლებას შეზღუდვების დაწესებაზე მეტ უფლებებს აძლევს.

გერმანიის ხელისუფლებამ პანდემიის მართვისა და ჯანდაცვის სისტემის კოლაფსის თავიდან აცილების მიზნით ვირუსის "ექსტრემალური შეჩერების" შესახებ საყოველთაო კანონის მიიღო.

კანონი მთელი ქვეყნის მასშტაბით, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის, პროცესების მართვისა და მათზე რეაგირების ერთიან სისტემას და გულისხმობს. მანმადე გერმანიაში იზოლაციის შესახებ გადაწყვეტილებებს ყველა შტატი ინდივიდუალურად იღებდა. ეგრეთ წოდებული "ექსტრემალური შეჩერების" კანონი ამოქმედდება იმ ადგილებში, სადაცა 100 000 სულ მოსახლეზე დღეში 100-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system