თავში

პანდემიის დროს ყველაზე სამოტივაციო სიმღერა დასახელდა

​პანდემიის დროს ყველაზე სამოტივაციო სიმღერა დასახელდა
პანდემიის დროს ყველაზე სამოტივაციო სიმღერა დასახელდა

პანდემიის დროს ყველაზე სამოტივაციო სიმღერა Queen-ის "Don't stop me now" გახდა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Dailymail კვლევის შედეგებზე დაყრდნობით ავრცელებს. 

მას მოჰყვება ABBA-ს "Dancing Queen" და ბონ ჯოვის "Livin 'On A Prayer".

საუკეთესო სამოტივაციო სიმღერების ხუთეულში ასევე Katrina and the Waves -ს "Walking On Sunshine" და The Beach Boys-ის "Good Vibrations" მოხვდა.

კვლევის დროს გამოკითხული ათი ადამიანიდან ცხრა ამბობს, რომ მუსიკა მათ ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. დაახლოებით 85 პროცენტი ამბობს, რომ სიმღერების მოსმენა მათი ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობისთვის აუცილებელია. ნახევარზე ოდნავ ნაკლები (49%) თავს ბედნიერად გრძნობს, როდესაც დღის განმავლობაში მუსიკას უსმენს, მესამედი კი დადებითი ენერგიის მოზღვავებას განიცდის, როდესაც საყვარელ ტრეკებს რთავს.

”ჩვენი ტვინის მუსიკაზე რეაგირების რამდენიმე საშუალება არსებობს. ის ათავისუფლებს ენდორფინებს, კარგი განწყობის ქიმიურ ნივთიერებებს, რამაც, შესაძლოა, ეიფორია გამოიწვიოს”, - ამბობს AXA Health-ის წარმომადგენელი, დოქტორ მარკ უინვუდი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system