თავში

პანდემიის გამო ბავშვები სხვა საშიში ინფექციების საწინააღმდეგო ვაქცინებს ვერ იღებენ

​პანდემიის გამო ბავშვები სხვა საშიში ინფექციების საწინააღმდეგო ვაქცინე
პანდემიის გამო ბავშვები სხვა საშიში ინფექციების საწინააღმდეგო ვაქცინებს ვერ იღებენ

2020 წელს, კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის დროს, 23 მილიონმა ბავშვმა საჭირო ვაქცინები ვერ მიიღო, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2009 წლის შემდეგ და 3.7 მილიონით მეტია, ვიდრე 2019 წელს. ამის შესახებ UN News იუწყება.

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მონაცემებით, გასულ წელს დაახლოებით 17 მილიონმა ბავშვმა ვერც ერთი ვაქცინა ვერ მიიღო. მათი უმრავლესობა კონფლიქტისა და ომის პირობებში, შორეულ თემებში ან უკიდერესად ღარიბ ადგილებში ცხოვრობს. ეს ბავშვები არა მხოლოდ არ იღებენ ვაქცინაციას, ისინი საერთოდ მოკლებულნი არიან მრავალ სოციალურ და სამედიცინო მომსახურებას.

”ქვეყნები COVID-19 ვაქცინების შეძენას ცდილობენ და ამავდროულად, ვაქცინაციის სხვა კამპანიებს ვტოვებთ გვერდზე, რის გამოც ბავშვები დაუცველები არიან ისეთი ინფექციებისგან, როგორიცაა წითურა, პოლიო და მენინგიტი”, - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა.

მან გააფრთხილა, რომ ამ და სხვა დაავადებების აფეთქებას, შესაძლოა, "კატასტროფული" შედეგი ჰქონდეს ჯანდაცვის სისტემისთვის, რომელიც პანდემიას ძლივს უძლებს.

აღინიშნა, რომ გასულ წელს, 2019 წელთან შედარებით ტეტანუსის, დიფთერიის და წითურას ვაქცინაციის პირველი დოზები 3.5 მილიონით მეტმა ბავშვმა ვერ მიიღო. წითელას საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა, 2019 წელთან შედარებით, 3 მილიონით მეტით მეტმა ბავშვმა გამოტოვა. კვლევის თანახმად, ამ კუთხით განსაკუთრებით სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიისა და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის ქვეყნები დაზარალდნენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system