თავში

პანდემიის გამო, პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნების გადადებას ვარაუდობენ

პანდემიის გამო, პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნების გადადებას ვარაუდობენ
პანდემიის გამო, პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნების გადადებას ვარაუდობენ

პოლონეთი კორონავირუსის პანდემიის გამო შესაძლოა საპრეზიდენტო არჩევნები გადადის. ამის შესახებ პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, პაველ ცეფერნაკერმა განაცხადა.

"არჩევნები ორ თვეშია. უახლოესი დღეების განმავლობაში პოლონეთში მიმდინარე სიტუაციას დავაკვირდებით და გადაწყვეტილებას ამის შემდგომ მივიღებთ. არჩევნების გადადების შესახებ ოფიციალური განცხადება ამ დროისათვის არ გაკეთებულა, მაგრამ ამას არ გამოვრიცხავთ", - განაცხადა ცეფერნაკმა მედიასთან საუბრისას.

პოლონეთში კორონავირუსით ინფიცირების 84 შემთხვევა დასტურდება, გარდაცვლილია ორი ადამიანი.

პარასკევს, მთავრობამ განაცხადა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საზღვრებს ჩაკეტავს, ხოლო ცენტრალურ ბანკს მოუწოდა შეამციროს კურსი, რათა პანდემიამ  გავლენა არ მოახდინოს ქვეყნის ეკონომიკაზე.

”დღეს არავინ ფიქრობს არჩევნებზე, ყველა ფიქრობს, როგორ შეაჩეროს ეპიდემია,” - დასძინა ცეფერნაკერმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system