თავში

პანდემიის მეორე წელი უფრო მომაკვდინებელი იქნება - ჯანმო-ს ხელმძღვანელი

პანდემიის მეორე წელი უფრო მომაკვდინებელი იქნება - ჯანმო-ს ხელმძღვანელი
პანდემიის მეორე წელი უფრო მომაკვდინებელი იქნება - ჯანმო-ს ხელმძღვანელი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, თედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემიის მეორე წელი უფრო მომაკვდინებელი იქნება. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Guardian წერს.

გამოცემის ცნობით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ყველაზე მეტად ინდოეთში მიმდინარე მოვლენებით არის შეშფოთებული.

გარდა ამისა, ჯანმო  მდიდარ ქვეყნებს მოუწოდებს,  ბავშვთა ვაქცინაცია არ დაიწყონ და ამის ნაცვლად COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები ღარიბ ქვეყნებს გადაუნაწილონ. 

”მესმის, რომ ზოგიერთ ქვეყანას ბავშვებისა და მოზარდების ვაქცინაცია სურს, თუმცა მოვუწოდებ  გადახედონ გადაწყვეტილებას და ვაქცინები COVAX-ს გადასცენ”, - განაცხადა გებრეისუსმა.

ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯანმო-მ COVID-19-ის ინდური შტამი, გლობალურ საფრთხედ აღიარა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system