თავში

პანდემიის პერიოდში ახალი ამბებისადმი ნდობა გაიზარდა - Reuters Institute

​პანდემიის პერიოდში ახალი ამბებისადმი ნდობა გაიზარდა -
პანდემიის პერიოდში ახალი ამბებისადმი ნდობა გაიზარდა - Reuters Institute

Reuters Institute-ის ანგარი ანგარიშის თანახმად, პანდემიის პერიოდში ახალი ამბებისადმი ნდობა გაიზარდა. გამოკითხულთა 44% ამბობს, რომ ახალ ამბებს ზოგადად ენდობა.

YouGov-ის გამოკითხვის საფუძველზე, ყოველწლიურ ანგარიშს ციფრული ახალი ამბების შესახებ Reuters Institute 46 ბაზარზე იკვლევს. გამოკითხული იყო 92 ათას მომხმარებელზე მეტი.

ნდობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფინეთში ფიქსირდება (65%), ყველაზე დაბალი კი - აშშ-ში (29%).

გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მედია ყველა საკითხის მიმართ (66%) ნეიტრალური უნდა იყოს, თუმცა ზოგიერთ ახალგაზრდა ჯგუფს მიაჩნია, რომ ”მიუკერძოებლობა”, შესაძლოა, ზოგიერთ შემთხვევაში მიუღებელი ან არასასურველი იყოს - მაგალითად, სოციალური სამართლიანობის საკითხების შემთხვევაში.

მთელ რიგ ქვეყნებში, განსაკუთრებით ძლიერი და დამოუკიდებელი სახელმწიფო მედიის არსებობის პირობებში, აღინიშნა სანდო ახალი ამბების ბრენდების ინფორმაციის მოხმარების ზრდა. დასავლეთ ევროპის გარეთ ეს სურათი ნაკლებად შესამჩნევია.

ზოგიერთ ქვეყანაში სატელევიზიო ახალი ამბების მოხმარების მაჩვენებელი მაღალი იყო. ბეჭდურ მედიაში კი მკვეთრი ვარდნა დაფიქსირდა, რადგან საკარანტინო შეზღუდვებმა ბეჭდური მედიის ფიზიკურ გავრცელებაზე იმოქმედა.

ახალი ამბების მისაღებად ისევ ფართოდ გამოიყენება სოციალური ქსელები, განსაკუთრებით ახალგაზრდებსა და დაბალი დონის განათლების მქონე ადამიანებში. ყალბი ინფორმაციის გავრცელების ძირითად არხად Facebook ითვლება, თუმცა შეტყობინებების პროგრამები, როგორიცაა WhatsApp, სერიოზულ პრობლემადაა მიჩნეული ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად ბრაზილიასა და ინდონეზიაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system