თავში

პანდემიის პერიოდში გენდერული უთანასწორობა გაიზარდა - მერკელი

პანდემიის პერიოდში გენდერული უთანასწორობა გაიზარდა - მერკელი
პანდემიის პერიოდში გენდერული უთანასწორობა გაიზარდა - მერკელი

პანდემიის პერიოდში გენდერული უთანასწორობის ზრდა აღინიშნა. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა Instagram-ზე გამოქვეყნებულ ყოველკვირეულ პოდკასტში ისაუბრა.

მერკელის აზრით, პანდემიის პერიოდში კვლავ გამოიკვეთა მამაკაცთა და ქალთა როლების განაწილების პრობლემა, რაც ამ დრომდე თითქმის დაძლეული იყო.

გერმანიის კანცლერის განცხადებით, ქალებს ოჯახსა და კარიერას შორის არჩევანის გაკეთება კვლავ ხშირად უწევთ. ანგელა მერკელმა პირობა დადო, რომ გერმანიის მთავრობა გააგრძელებს ისეთი გარემოს შექმნას, რომელშიც ქალები თავს უკეთ იგრძნობენ და ოჯახისა და კარიერის შერწყმა არ გაუჭირდებათ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system