თავში

პანიკა მადრიდში - მაღაზიებში თაროები ცარიელია

პანიკა მადრიდში - მაღაზიებში თაროები ცარიელია
პანიკა მადრიდში - მაღაზიებში თაროები ცარიელია

დახურული სკოლები, საბავშვო ბაღები, უნივერსიტეტები, მუზეუმები, ბიბლიოთეკები, თეატრები და კულტურული ცენტრები. მომხმარებლები, მაღაზიებში მთლიან თაროებს აცარიელებენ, მადრიდი კორონავირუსთან დაკავშირებული პანიკის ეპიცენტრია.  ესპანეთში კორონავირუსის 2000 შემთხვევა დაფიქსირდა. ამ რიცხვის ნახევარი კი, მადრიდშია აღმოჩენილი. გარდაცვლილთა რაოდენობამ 50-ს მიაღწია ხოლო,მათგან 31 შემთხვევა ესპანეთის დედაქალაქში მოხდა. ქვეყნის ძალოვანი სტრუქტურები სიტუაციის დასარეგულირებლად სპეციალურ ზომებს იღებენ და დაავადების გავრცელებისაგან თავის არიდების მიზნით, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების დახურვისაკენ მოუწოდებენ. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტს მუდმივი დეზინფექცია უტარდება, მოხუცებსა და სხვადასხვა ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენებისაგან თავის შეკავებას ურჩევენ. 

ოთხშაბათს საღამოს, კულტურის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ დიდი მუზეუმები მათ შორის"Prado Museum" და "Reina Sofia Museum"განუსაზღვრელი ვადით დაიხურა. ამავე დღეს დაიხურა სკოლებიც. მაღაზიებში დახლები დაცარიელდა და ერთ-ერთი კონსულტანტის თქმით ადამიანებმა ტუალეტის ქაღალდიც კი მოიმარაგეს. 

ნავარას უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის განყოფილების პროფესორის, ელკინ ოსვალდო ლუის გარსიას თქმით, ფუნდამენტური რამ ისეთ სიტუაციაში, როდესაც ადამიანები პანიკაში არიან, სიტუაციის გაკონტროლებისაკენ ბრძოლას იწყებენ. ამის ერთ-ერთი მაგალითი, მაღაზიაში წასვლა და პროდუქტის მომარაგებაა.პროფესორის აზრით, როცა ადამიანები სიტუაციის გაკონტროლებას ზედმეტად ცდილობენ, ყველაფერი უარესობისაკენ მიდის. 

"ადამიანებისათვის რთულია იმის გააზრება, რომ არაფრის გაკეთება შეუძლიათ, ამიტომ უქმად ჯდომას ურჩევნიათ რამე გააკეთონ, თუმდაც ეს პროდუქტის მომარაგება იყოს"-,ამბობს პროფესორი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system