თავში

პანსიონატში ბავშვების ნეშტების აღმოჩენას რომის პაპი გამოეხმაურა

პანსიონატში ბავშვების ნეშტების აღმოჩენას რომის პაპი გამოეხმაურა
პანსიონატში ბავშვების ნეშტების აღმოჩენას რომის პაპი გამოეხმაურა

კანადაში ყოფილ სკოლა-პანსიონატში აღმოჩენილი 215 ბავშვის ნეშტის საქმეს რომის პაპი გამოეხმაურა.

პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ ბავშვების ნეშტების აღმოჩენის შესახებ გავრცელებულმა ცნობამ მას დიდი სულიერი ტკივილი მიაყენა. მანა ასევე მოუწოდა კანადის ხელისუფლებას და კათოლიკურ ეკლესიას ითანამშრომლონ, რადგან ამ საქმის გამოძიება და დეტალების დაზუსტება მოხერხდეს.

ცნობისთვის, ცნობისთვის, კანადაში მდებარე ყოფილი სკოლა-ინტერნატის, Kamloops Indian Residential School-ის მახლობლად215 ბავშვის ნეშტი იპოვეს.

კანადის მთავრობის მეთაურმა გუშინ რომის პაპისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა და განაცხადა, რომ იმედგაცრუებულია კათოლიკური ეკლესიის პოზიციით, რომელიც მომხდართან დაკავშირებით ამ დრომდე დუმს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system