თავში

"პარაზიტების" რეჟისორი ბონგ ჯუნ-ჰო ვენეციის კინოფესტივალის ჟიურის უხელმძღვანელებს

​"პარაზიტების" რეჟისორი ბონგ ჯუნ-ჰო ვენეციის კინოფესტივალის
პარაზიტების რეჟისორი ბონგ ჯუნ-ჰო ვენეციის კინოფესტივალის ჟიურის უხელმძღვანელებს

ვენეციის 78-ე კინოფესტივალის მთავარი კონკურსის ჟიურის პრეზიდენტი სამხრეთკორეელი რეჟისორი ბონგ ჯუნ-ჰო, რომელიც ცნობილია ფილმით "პარაზიტები". ამის შესახებ Variety წერს.

”ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალს ხანგრძლივი და მრავალფეროვანი ისტორია აქვს და ამ ლამაზ კინემატოგრაფიულ ტრადიციაში მონაწილეობა ჩემთვის დიდი პატივია. როგორც ჟიურის თავმჯდომარე და, რაც მთავარია, როგორც ნამდვილი კინომანი, მე მზად ვარ გამოვხატო აღფრთოვანება და ტაში დავუკრა ყველა შესანიშნავ ფილმს, რომელიც პროგრამაში მოხვდება. გულწრფელი იმედითა და მღელვარებით ვარ მოცული”, - განაცხადა ბონგ ჯუნ-ჰომ.

წელს ვენეციის კინოფესტივალი 1-დან 11 სექტემბრამდე ჩატარდება. ჟიურის სხვა წევრები მოგვიანებით დასახელდებიან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system