თავში

პარიზის "დისნეილენდში" კოვიდვაქცინაციის ცენტრი გაიხსნება

​პარიზის "დისნეილენდში" კოვიდვაქცინაციის ცენტრი გაიხსნება
პარიზის დისნეილენდში კოვიდვაქცინაციის ცენტრი გაიხსნება

24 აპრილს პარიზის "დისნეილენდში" COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ცენტრი გაიხსნება. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა France24 ავრცელებს.

ხელისუფლება ამ ცენტრს ვაქცინაციის სახელმწიფო პროგრამის გაფართოების ფარგლებში ხსნის და აქ დღეში სულ მცირე 1000 ადამიანის აცრას გეგმავს.

პარიზის დისნეილენდი ჩვეულებრივ დროს ევროპის უმსხვილესი გასართობი პარკია. 2019 წელს მას 10 მილიონი ადამიანი ესტუმრა. კორონავირუსით გამოწვეული შეზღუდვების გამო პარკი 2020 წლის ოქტომბრიდან არ მუშაობს.

ვაქცინაციის ცენტრი Newport Bay Club-ის საკონფერენციო ცენტრში განთავსდება. ის მხოლოდ უქმე დღეებში იმუშავებს, როდესაც სხვა ცენტრების უმეტესობა დახურულია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system