თავში

პარიზის სასამართლომ სარკოზი კორუფციის საქმეში დამნაშავედ ცნო

პარიზის სასამართლომ სარკოზი კორუფციის საქმეში დამნაშავედ ცნო
პარიზის სასამართლომ სარკოზი კორუფციის საქმეში დამნაშავედ ცნო

პარიზის სასამართლომ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი კორუფციის საქმეში დამნაშავედ ცნო. სახელმწიფოს ყოფილ მეთაურს სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, მაგრამ აქედან სასჯელის ორ წელს პირობითი მსჯავრის სახით მოიხდის.

ამ საქმეში ბრალდებულთა შორის იყვნენ სარკოზის ადვოკატი და საკასაციო სასამართლოს ყოფილი მაღალჩინოსანი. მათაც სარკოზის მსგავსად პატიმრობა შეუფარდეს.

შეგახსენებთ, რომ სასამართლომ სარკოზის წინააღმდეგ საქმის განხილვა 23 ნოემბერს დაიწყო. ოქტომბერში პოლიტიკოსს ბრალი ედებოდა კრიმინალურ საზოგადოებაში მონაწილეობისთვის 2007 წელს ლიბიის მიერ მისი საპრეზიდენტო კამპანიის სავარაუდო დაფინანსების საქმეში.

გამოძიება 2012 წელს დაიწყო, მას შემდეგ, რაც საფრანგეთის გამოცემა Mediapart-მა გამოაქვეყნა დოკუმენტები, სადაც ნათქვამია, რომ ლიბიის ხელისუფლებამ სარკოზის საპრეზიდენტო კამპანიის საჭიროებისთვის 50 მილიონი ევრო გადარიცხა. 

საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა არაერთხელ უარყო ბრალდება. სასამართლო პროცესის დროს მან განაცხადა, რომ არასდროს ჩაუდენია ოდნავი კორუფციული ქმედებაც კი და არასდროს გამოუყენებია ოფიციალური თანამდებობა ბოროტად.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system