თავში

პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტი ევროპის უდიდესი აეროპორტი გახდა

პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტი ევროპის უდიდესი აეროპორტი გახდა
პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტი ევროპის უდიდესი აეროპორტი გახდა

ლონდონის ჰითროუს აეროპორტის ანგარიშში ნათქვამია, რომ დიდმა ბრიტანეთმა კომერციული უპირატესობა დათმო. პარიზის შარლ დე გოლი აეროპორტი, მგზავრების გადაყვანის თვალსაზრისით, ამ ეტაპზე ევროპის უდიდესი აეროპორტი გახდა. კორონაპანდემიამდე ეს უპირატესობა ჰითროუს აეროპორტს ჰქონდა.

დიდი ბრიტანეთის - ჰითროუს, ამსტერდამის - სხიპჰოლის, გერმანიის - მაინის ფრანკფურტისა და საფრანგეთის - პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტები ევროპის მთავარ საჰაერო ჭიშკარს წარმოადგენენ. დღეისათვის ყველა ამ აეროპორტში კორონავირუსზე ტესტირების რეჟიმია შემოღებული. ჰითროუს აეროპორტში 1 დეკემბრიდან მაღალი რისკის ქვეყნებიდან მგზავრების ტესტირებაც მოხდება.

ჰითროუს აეროპორტი 2020 წელს 22,6 მილიონი მგზავრის გადაყვანას, 2021 წლს კი 37,1 მილიონის გადაყვანას გეგმავს. კორონაპანდემიამდე გეგმით 2020 წელს აეროპორტი 29,2 მილიონი და 2021 წელს 62,8 მილიონი მგზავრის გადაყვანას გეგმავდა. ცვლილებები კორონავირუსის ახალმა ტალღამ და პანდემიასთან დაკავშირებით შემოღებულმა შეზღუდვებმა განაპირობა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system