თავში

პარიზში 56 ექიმი კორონავირუსით დაინფიცირდა

​პარიზში 56 ექიმი კორონავირუსით დაინფიცირდა
პარიზში 56 ექიმი კორონავირუსით დაინფიცირდა

საფრანგეთის დედაქალაქში, პარიზში, კორონავირუსით 56 ექიმი დაავადდა. საავადმყოფოების მართვის უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, ექიმების უმეტესობა, 60%, ვირუსით სამედიცინო დაწესებულების გარეთ დაინფიცირდა.

ბოლო მონაცემებით, საფრანგეთში, COVID-19-ით 2876 ადამიანია დაინფიცირებული. გარდაიცვალა 61 და გამოჯანმრთელდა 12 ადამიანი. საავადმყოფოში მკურნალობის კურსს გადის 2803 პაციენტი.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გუშინ მთელი ქვეყნის მასშტაბით საბავშვო ბაღების, სკოლებისა და უნივერსიტეტების დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system