თავში

პარიზში აქციის მონაწილეების მიმართ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს

პარიზში აქციის მონაწილეების მიმართ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს
პარიზში აქციის მონაწილეების მიმართ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციასა და მომიტინგეებს შორის დაპირისპირება მოხდა. სამართალდამცავებმა დემონსტრანტების  წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. ამის შესახებ გამოცემა Reuters იუწყება.

გამოცემის ცნობით, აქციაზე ათასობით საფრანგეთის მოქალაქე იმყოფებოდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სამართალდამცავებმა სულ მცირე 22 დემონსტრანტი დააკავეს.

საფრანგეთის მოქალაქეები უსაფრთხოების შესახებ ახალ კანონპროექტს აპროტესტებენ, რომელიც ინტერნეტსა და მედიაში პოლიციელის მაიდენტიფიცირებელი გამოსახულების გამოქვეყნებას კრძალავს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system