თავში

პარიზში ავტომობილების მაქსიმალური სიჩქარე შეიცვალა

​პარიზში ავტომობილების მაქსიმალური სიჩქარე შეიცვალა
პარიზში ავტომობილების მაქსიმალური სიჩქარე შეიცვალა

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზის უდიდეს ნაწილში ავტომობილების მაქსიმალური სიჩქარე 30კმ/სთ-ით განისაზღვრა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ტრანსპორტის სიჩქარის შემცირების მიზანი საგზაო უსაფრთხოების გაზრდა, ავტომობილების შემცირება, ველოსიპედებისთვის მეტი სივრცის შექმნა, ხმაურის შემცირება და კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლა არის.

შეზღუდვა არ შეეხება ელისეის მინდვრებს, სადაც სიჩქარის ლიმიტი 50 კმ/სთ-ს შეადგენს და პერეფერიკის ბულვარს, სადაც მაქსიმალური სიჩქარე 70 კმ/სთ იქნება.

აქამდე საფრანგეთის დედაქალაქში დასაშვები მაქსიმალური სიჩქარე 30 კილომეტრი საათში ქუჩების 60%-ზე იყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system