თავში

პარიზში ლუვრის მუზეუმი დაიხურა

პარიზში ლუვრის მუზეუმი დაიხურა
პარიზში ლუვრის მუზეუმი დაიხურა

პარიზში გამართული დემონსტრაციების გამო, ლუვრის მუზეუმი დროებით დაიხურა. ათასობით დემონსტრანტმა მუზეუმის შესასვლელი დაბლოკა, რის გამოც მუზეუმის ადმინისტრაცია იძულებული გახდა, ლუვრის მუზეუმი დროებით დაეხურათ.

"მონა ლიზა აპროტესტებს“ „ლეონარდო აპროტესტებს“ – ასეთი იყო მუზეუმის შესასვლელთან შეკრებილი აქტივისტების შეძახილები. დემონსტრანტების დიდი ნაწილი, მუზეუმის თანამშრომლები იყვნენ, რომელთაც პარიზის სხვა კულტურული დაწესებულებების თანამშრომლებიც შეუერთდნენ.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთში საპენსიო რეფორმის გამო, საპროტესტო აქციები ორი თვეა მიმდინარეობს. მოსახლეობა საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ინიციატივას აპროტესტებს, რომლის მიხედვითაც საპენსიო ასაკი 62-დან 64-მდე უნდა გაიზარდოს. ამასთანავე ის დასაქმებულები, რომლებსაც ჯანმრთელობისათვის საზიანო სამსახური აქვთ პენსიაზე გასვლას დროზე ადრე ვეღარ შეძლებენ. აქციების დროს პარიზსა და საფრანგეთის სხვა ქალაქებში არაერთი შეტაკება მოხდა. 

ქვეყნის პროფკავშირების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გაფიცვა გაგრძელდება, ვიდრე პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მის მიერ ინიცირებულ საპენსიო რეფორმას უკან არ გაიწვევს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system