თავში

პარიზში მეხანძრეების ტრადიციული მეჯლისი გააუქმეს

პარიზში მეხანძრეების ტრადიციული მეჯლისი გააუქმეს
პარიზში მეხანძრეების ტრადიციული მეჯლისი გააუქმეს

საფრანგეთში გაუქმდა მეხანძრეების ტრადიციული მეჯლისი, რომელიც პარიზსა და კიდევ სამ დეპარტამენტში 13-14 ივლისს, ყოველწლიურად იმართება. ამის მიზეზი ახალი კორონავირუსის პანდემიაა. ინფორმაციას BFM TV ავრცელებს.

"იმედი გვაქვს, რომ გესმით, რომ თქვენი ჯანმრთელობა ჩვენი პრიორიტეტია. შევხვდებით მომავალ წელს", - ნათქვამია პარიზის მეხანძრეების განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ მეხანძრეების მეჯლისი ტრადიციული, ყოველწლიური ფესტივალია, რომელსაც მეხანძრეები პარიზსა და ქვეყნის სხვა რეგიონებში 1937 წლიდან 13-14 ივლისის ღამეს მართავენ. ღონისძიება წინ უძღვის ეროვნულ დღესასწაულს, ბასტილიის აღების დღეს.   

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system