თავში

პარიზში სარკოზის მორიგი სასამართლო პროცესი განახლდა

პარიზში სარკოზის მორიგი სასამართლო პროცესი განახლდა
პარიზში სარკოზის მორიგი სასამართლო პროცესი განახლდა

პარიზში 20 მაისს საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის მომდევნო სასამართლო განხილვა განახლდა. სარკოზის კორუფციაში ადანაშაულებენ. ინფორმაციას ამის შესახებ The Local ავრცელებს.

სასამართლო, რომელიც 17 მარტს დაიწყო, განიხილავს პროკურორების მიერ ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის დროს ფონდიდან გამოყოფილი თანხების გაფლანგვის ფაქტებს.

პოლიტიკოსმა სასამართლოს უნდა განუმარტოს, რატომ გადააჭარბა საარჩევნო კამპანიისთვის გამოყოფილ თანხას. პროკურორების თქმით, ბუღალტერებმა გააფრთხილეს სარკოზი, რომ კამპანიისთვის გამოყოფილი იყო 22.5 მილიონი ევრო, მაგრამ ის დაჟინებით მოითხოვდა მეტი ღონისძიების ჩატარებას. საბოლოოდ, საარჩევნო კამპანია თითქმის 43 მილიონი ევრო დაჯდა.

ამ ბრალდებით 66 წლის სარკოზის ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა და 3 750 ევროს ოდენობის ჯარიმის გადახდა ემუქრება. თავად პოლიტიკოსი მის წინააღმდეგ წაყენებულ ყველა ბრალდებას უარყოფს.

1 მარტს ცნობილი გახდა, რომ პარიზის სასამართლომ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი კორუფციის საქმეში დამნაშავედ ცნო. სახელმწიფოს ყოფილ მეთაურს სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, მაგრამ აქედან სასჯელის ორ წელს პირობითი მსჯავრის სახით მოიხდის.

სასამართლომ სარკოზის წინააღმდეგ საქმის განხილვა 23 ნოემბერს დაიწყო. ოქტომბერში პოლიტიკოსს ბრალი ედებოდა კრიმინალურ საზოგადოებაში მონაწილეობისთვის 2007 წელს ლიბიის მიერ მისი საპრეზიდენტო კამპანიის სავარაუდო დაფინანსების საქმეში.

გამოძიება 2012 წელს დაიწყო, მას შემდეგ, რაც საფრანგეთის გამოცემა Mediapart-მა გამოაქვეყნა დოკუმენტები, სადაც ნათქვამია, რომ ლიბიის ხელისუფლებამ სარკოზის საპრეზიდენტო კამპანიის საჭიროებისთვის 50 მილიონი ევრო გადარიცხა.

საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა არაერთხელ უარყო ბრალდება. სასამართლო პროცესის დროს მან განაცხადა, რომ არასდროს ჩაუდენია ოდნავი კორუფციული ქმედებაც კი და არასდროს გამოუყენებია ოფიციალური თანამდებობა ბოროტად.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system