თავში

პარიზში "შარლი ებდოს" ოფისთან თავდამსხმელები დააკავეს - VIDEO - განახლებულია

პარიზში "შარლი ებდოს" ოფისთან თავდამსხმელები დააკავეს - VIDEO
პარიზში შარლი ებდოს ოფისთან თავდამსხმელები დააკავეს - VIDEO - განახლებულია

პარიზის პოლიციამ კიდევ ერთი თავდამსხმელი დააკავა, რომელმაც "შარლი ებდოს" ოფისთან  რამდენიმე ადამიანი დანით დაჭრა.

-15:58-

პარიზის პოლიციამ "შარლი ებდოს" ოფისთან თავდამსხმელები დააკავა. რეიდი ბასტილიის მოედნის რაიონში ჩატარდა. სამართალდამცავებმა ხალხში შენიშნეს პირი, რომელსაც ტანსაცმელი სისხლით ჰქონდა დასვრილი. ადგილზე ტერორიზმთან ბრძოლის ქვედანაყოფები და სასწრაფო დახმარების მანქანებია მობილიზებული. 

-15:21-

პარიზში კარიკატურულ ჟურნალ "შარლი ებდოს" ყოფილ ოფისთან დღეს თავდასხმა მოხდა. დანით შეიარაღებულმა პირებმა 4 ადამიანი დაჭრეს, მათგან 2 კრიტიკულ მდგომარეობაშია. ორმა ეჭვმიტანილმა მიმალვა მოახერხა. მათ სამართალდამცავები ეძებენ.

პარიზში 2015 წლის 7 იანვარს ყოველკვირეულ სატირულ ჟურნალ „შარლი ებდოს“ ოფისზე თავდასხმა მოხდა. ტერაქტს 12 ადამიანი ემსხვერპლა. თავდასხმაში ეჭვმიტანილების სასამართლო პროცესი პარიზში დღეს იმართება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system