თავში

პარიზში ტრადიციული აღლუმი პანდემიის გამო მცირე მასშტაბიანი იქნება

პარიზში ტრადიციული აღლუმი პანდემიის გამო მცირე მასშტაბიანი იქნება
პარიზში ტრადიციული აღლუმი პანდემიის გამო მცირე მასშტაბიანი იქნება

საფრანგეთში, პარიზში "Bastille Day-ის" ტრადიციულ აღლუმს, კორონავირუსის პანდემიის გამო, უფრო მცირე ზომის სამხედრო ცერემონიით ჩაანაცვლებენ. ამის შესახებ შეიარაღებული ძალების მინისტრმა ფლორენს პარლიმ განაცხადა. 

"აღლუმი არის ერთიანობისა და სიამაყის სიმბოლო. რადგან 2020 წლის ცერემონია პატივს ჯანდაცვის მუშაკებს მიაგებს, დღესასწაულები უფრო მცირე მასშტაბით გაიმართება",- წერს პერლი საკუთარ "ტვიტერის" ბლოგზე.

სპიკერმა "CNN- ს" განუცხადა, რომ პარიზში შეკრება განახევრდება, მონაწილეთა რაოდენობა  2000-ით, ხოლო სტუმართა კი  2500-ით შემცირდება. 

”საჰაერო აღლუმი პატივს ჩვენი ჯარების კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში მონაწილეობასაც მიაგებს. ჯანდაცვის მუშაკებს, რომლებსაც ჩვენი შეიარაღებული ძალებიც დაეხმარნენ, მაგალითად, ავადმყოფთა რეპატრიაციასა და გადაადგილებაში”, -განაცხადა სპიკერმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system