თავში

პარიზში ცარიელი სასტუმროები უსახლკაროებს დაუთმეს - PHOTO

​პარიზში ცარიელი სასტუმროები უსახლკაროებს დაუთმეს
პარიზში ცარიელი სასტუმროები უსახლკაროებს დაუთმეს - PHOTO

კორონაპანდემიის დროს პარიზში, ისევე როგორც მსოფლიოს სხვა ქალაქებში, ტურიზმი შეწყვეტილია და სასტუმროები ცარიელია, თუმცა ამ ყველაფერს ნათელი მხარეც აქვს. პარიზის ერთ-ერთი სასტუმროს ხელმძღვანელობამ ეპიდემიოლოგიური კრიზისის დროს კეთილი საქმის გაკეთება გადაწყვიტა. Hotel Avenir Montmartre, რომლის ფანჯრებიდან ხედი ეიფელის კოშკსა და Sacre Coeur-ის ტაძარზე გადის, ტურისტებისგან დაცლილი სასტუმროს კარი უსახლკაროებსა და მიუსაფრებს გაუღო.

ქუჩაში დარჩენილ ადამიანებს ღამის გათევა სასტუმროს სუფთა და კომფორტულ ნომრებში შეუძლიათ, სადაც მათ სამჯერადი კვებით უზრუნველყოფენ. სასტუმროს ოთახები აღჭურვილია ტელევიზორითა და ინდივიდუალური საშხაპეებით.

სასტუმროს ღირებულებას საქველმოქმედო ორგანიზაციები ფარავენ, რომლებიც დახმარებას სახელმწიფოსგან იღებენ.

პროექტის მიზანი უსახლკარო ადამიანებისთვის იმედის მიცემა და ახალი ცხოვრების დაწყებაში დახმარებაა, რომ მათ ქუჩისთვის თავის დაღწევა და ახალია, ღირსეული ცხოვრების დაწყება შეძლონ.   

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system