თავში

აშშ-ში პატიმარი შეცდომით გაათავისუფლეს

​აშშ-ში პატიმარი შეცდომით გაათავისუფლეს
აშშ-ში პატიმარი შეცდომით გაათავისუფლეს

აშშ-ს ჯორჯიის შტატში პოლიცია ბავშვის გაუპატიურებისთვის მსჯავრდებულ მამაკაცს ეძებენ, რომელიც საპატიმროდან შეცდომით გაათავისუფლეს.

ჯორჯიის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ 31 წლის ტონი მეიკონ მუნოს-მენდესმა ციხე 25 ოქტომბერს შეცდომით დატოვა. მას სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.

„მუნოს-მენდესის სწრაფად დასაკავებლად მობილიზებულია ყველა რესურსი“, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

ჯერჯერობით უცნობია, რა ვითარებაში მოხდა მისი გათავისუფლება.

10 წლამდე გოგონაზე სექსუალური ძალადობისთვის მუნოს-მენდესი 2015 წლის აპრილიდან იხდიდა სასჯელს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system