თავში

პატრონმა დაკარგული კატა 12 წლის შემდეგ იპოვა

პატრონმა დაკარგული კატა 12 წლის შემდეგ იპოვა
პატრონმა დაკარგული კატა 12 წლის შემდეგ იპოვა

ინგლისში, ქალაქ მანჩესტერში დევისების ოჯახმა დაკარგული კატა 12 წლის შემდეგ იპოვა. ამის შესახებ The Guardian იუწყება.

კატა, სახელად ჯორჯი, ოჯახს 2008 წელს დასასვენებლად, შოტლანდიის სანაპიროებზე ჰყავდა წაყვანილი, როდესაც ის გაიქცა და აღარ დაბრუნებულა. მიკროჩიპის საშუალებით, კატის პოვნა მხოლოდ 12 წლის შემდეგ მოხერხდა. ამ პერიოდის განმავლობაში ჩიპი სიგნალს არ იჭერდა, თუმცა მოულოდნელად იგი ამუშავდა და კატის პატრონმა მისი ადგილმდებარეობის შესახებ შეტყობნება მიიღო.

მთელი ამ წლების განმავლობაში ჯორჯი შოტლანდიაში, დედოფალ ელიზაბედის ნაკრძალში ცხოვრობდა, სადაც მას ადგილობრივი თანამშრომლები უვლიდნენ. კორონავირუსის გამო გამოწვეული კარანტინის პერიოდში ერთ-ერთმა თანამშრომელმა იგი მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფარში მიაბარა, სადაც მისი ჩიპი აამუშავეს.

ოჯახი საყვარელი ოთხფეხა მეგობრის პოვნის გაოგნებული დარჩა, თუმცა მათი აზრით კატა ჯორჯი მათთან ცხოვრებას მიუჩვეველია, რის გამოც მისთვის ახალ სახლს ეძებენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system