თავში

პაციენტის გარდაცვალების შემდეგ, Johnson&Johnson-მა ვაქცინის ტესტირება განაახლა

პაციენტის გარდაცვალების შემდეგ, Johnson&Johnson-მა ვაქცინის
პაციენტის გარდაცვალების შემდეგ, Johnson&Johnson-მა ვაქცინის ტესტირება განაახლა

ამერიკული კომპანია Johnson & Johnson ახალი ტიპის კორონავირუსის ვაქცინის მესამე ფაზის ცდებს განაახლებს. გამოცემა The Washington Post-ის ცნობით, ცდებში მონაწილე ერთ-ერთი მოხალისე კვლევების მიმდინარეობისას გარდაცვალა, თუმცა დადგინდა, რომ მისი გარდაცვალება პრეპარატს არ უკავშირდება. 

გამოცემა აღნიშნავს, რომ Johnson & Johnson-ის ვაქცინის კლინიკურ ცდებში მონაწილე პირი ინსულტით გარდაიცვალა. დამოუკიდებელმა კომიტეტმა შეისწავლა ინციდენტი და დაასკვნა, რომ ვაქცინა ინციდენტთან კავშირში არ არის. 

Johnson & Johnson-მა აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციისაგან კვლევების განახლების ნებართვა 23 ოქტომბერს მიიღო. სხვა ქვეყნებში ცდები უფრო ადრე განახლდა.

კვლევის მონაწილის გარდაიცვალების შესახებ ცნობილი 13 ოქტომბერს გახდა, რის შემდეგაც Johnson & Johnson–მა ტესტირება შეწყვიტა. 

Johnson & Johnson არ არის პირველი კომპანია, რომელმაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მუშაობა შეაჩერა, ცოტა ხნის წინ კომპანია AstraZeneca-ში განაცხადეს, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის კლინიკური კვლევები შეჩერდა. მიზეზად ასევე კვლევის მონაწილის აუხსნელი დაავადება დასახელდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system