თავში

პეკინის 22 კვარტალი ვირუსული რისკის ზონად გამოცხადდა

პეკინის 22 კვარტალი ვირუსული რისკის ზონად გამოცხადდა
პეკინის 22 კვარტალი ვირუსული რისკის ზონად გამოცხადდა

ჩინეთის ხელისუფლებამ პეკინის 22 კვარტალი საშუალო დონის ეპიდემიოლოგიური რისკის ზონად გამოაცხადა. ეს გადაწყვეტილება პეკინის ზღვის პროდუქტების ერთ-ერთ უმსხვილეს ბაზრობაზე კორონავირუსის ახალი კლასტერის გაჩენას მოჰყვა. დღესვე ამ ბაზრობაზე პოლიციის შეიარაღებული ნაწილები შევიდა.

ბაზრობა ზღვის პროდუქტებით მთელ პეკინს ამარაგებს. შესაბამისად მისი პროდუქტების ბრუნვა და იქ მოძრავი ადამიანების ნაკადი ძალიან დიდია. 

56 დღიანი პაუზის შემდეგ პეკინში კორონავირუსის ხელახალი შემთხვეევა 11 ივნისს დაფიქსირდა. ეპიდემიოლოგიურმა კვლევებმა სპეციალისტები ზღვის პროდუქტების ბაზრობასთან მიიყვანა.

კვირას პეკინში 76 499 ადამიანს ჩაუტარდა ტესტირება. მათგან 59 კორონავირუსი დაუდასტურდა. ამ დროისთვის საავადმყოფოში 79 ადამიანი მკურნალობს. მათგან 1 კრიტიკულ, 2 კი - მძიმე მდგომარეობაშია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system