თავში

პეკინში ახალი საერთაშორისო მეგა-აეროპორტი გაიხსნა

პეკინში ახალი საერთაშორისო მეგა-აეროპორტი გაიხსნა
პეკინში ახალი საერთაშორისო მეგა-აეროპორტი გაიხსნა

ჩინეთის რესპუბლიკის 70 წლისთავთან დაკავშირებით, პეკინის ჩრდილოეთით ახალი უზარმაზარი საერთაშორისო აეროპორტი გაიხსნა. დასინის აეროპორტი არქიტექტორ ზაჰი ჰადიდის პროექტის მიხედვით აშენდა.

გახსნის ცერემონიას ჩინეთის კომუნისტური პარტიის გენერალური მდივანი სი ძინპინი დაესწრო.

"ვაცხადებ, რომ დასინის საერთაშორისო აეროპორტი ოფიციალურად გაიხსნა", - განაცხადა მან ღონისძიებაზე. 

აეროპორტი 2025 წლისთვის 72 მილიონი მგზავრისა და 2 მილიონი ტონა ტვირთის მომსახურეობას გეგმავს. აეროპორტს 7 ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი აქვს რომელიც დაახლოებით 100 მილიონი მგზავრისა და 4 მილიონი ტვირთის მიღებას უზრუნველყოფს.

11,5 მილიარდიანი მშენებლობა 2014 წელს დაიწყო. სამუშაოებში 400 000-ზე მეტი ადამიანი იყო ჩართული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system