თავში

პეკინის ვირუსი ვუჰანში დაფიქსირებულზე უფრო ძლიერია

​პეკინის ვირუსი ვუჰანში დაფიქსირებულზე უფრო ძლიერია
პეკინის ვირუსი ვუჰანში დაფიქსირებულზე უფრო ძლიერია

კორონავირუსი, რომელიც პეკინის საბითუმო ბაზრობაზე გამოვლინდა, უფრო საშიშია, ვიდრე ვუჰანის ზღვის პროდუქტების ბაზარში დაფიქსირებული, რომლის შედეგაც ჩინეთში ეპიდემიის პირველი ტალღა დაიწყო, - ამის შესახებ ჩინელი ვირუსულოგი, იანგ ჩჟანციუ აცხადებს.

მისი თქმით, 4 დღეში პეკინში ინფიცირების 79 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც იმას ნიშნავს, რომ პეკინის ვირუსი უფრო ძლიერი და საშიშია.

მკვლევარების თქმით, პეკინში გამოვლენილი COVID-19-ის შტამი მიუთითებს, რომ ვირუსი, სავარაუდოდ, ევროპიდან შემოვიდა.

იანგის თქმით, თუკი დადასტურდა, რომ პეკინის ბაზარში აღებული ნიმუშები გენომით ევროპაში გავრცელებულის იდენტურია, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს აფეთქება იმპორტირებულია. 

ჩინეთის ხელისუფლებამ პეკინის 22 კვარტალი საშუალო დონის ეპიდემიოლოგიური რისკის ზონად გამოაცხადა. ეს გადაწყვეტილება პეკინის ზღვის პროდუქტების ერთ-ერთ უმსხვილეს ბაზრობაზე კორონავირუსის ახალი კლასტერის გაჩენას მოჰყვა.15 ივნისს ამ ბაზრობაზე პოლიციის შეიარაღებული ნაწილები შევიდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system