თავში

პეკინის ზამთრის ოლიმპიადას ბოიკოტს ახალი ზელანდიაც უცხადებს

პეკინის ზამთრის ოლიმპიადას ბოიკოტს ახალი ზელანდიაც უცხადებს
პეკინის ზამთრის ოლიმპიადას ბოიკოტს ახალი ზელანდიაც უცხადებს

აშშ-ის მსგავსად, პეკინის ზამთრის ოლიმპიადას დიპლომატიურ ბოიკოტს ახალი ზელანდიაც უცხადებს და მთავრობის წარმომადგენლებს პეკინში არ გააგზავნის. ამის შესახებ ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ, გრანტ რობერტსონმა განაცხადა,

"მრავალი ფაქტორი იყო, რის გამოც ეს გადაწყვეტილება იყო მიღებული. მათ შორის უმთავრესი ადამიანის უფლებების დარღვევა და კორონავირუსის პანდემია არის, რა დროსაც მსგავსი ტიპის მოგზაურობა მიზანშეწონილი არ არის", - განაცხადა მან.

დიპლომატიურ ბოიკოტს ეხმაურება ოფიციალური ტოკიოც. იაპონიის მთავრობის პრესსპიკერის, ჰიროკაზუ მაცუნოს თქმით, ქვეყანა თავად მიიღებს გადაწყვეტილებას იმის შესახებ დაესწრებიან თუ არა იაპონიის ოფიციალური პირები თამაშებს. მან ასევე აღნიშნა, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე იაპონიის ხელისუფლება მრავალ ფაქტორის განიხილავს და ოფიციალურ განცხადებას პრემიერ-მინისტრი ფუმიო კიშიდა გააკეთებს.

ცნობისთვის, აშშ-მა პეკინის ზამთრის ოლიმპიადას დიპლომატიური ბოიკოტი გამოუცხადა. თეთრი სახლის განცხადებით გადაწყვეტილების მიზეზი ჩინეთში ადამიანის უფლებების დარღვევები გახდა. ბაიდენის ადმინისტრაცია ჩინეთის ხელისუფლებას მასობრივი დაკავების ბანაკების შექმნაში და იუღურებისა და სხვა მუსლიმი უმცირესობების წარმომადგენლების იძულებითი სტერილიზაციის კამპანიის წარმოებაში ადანაშაულებს. ამასთან, ამერიკელი სპორტსმენები ოლიმპიადაზე გაემგზავრებიან, თუმცა ოფიციალური დელეგაციის გარეშე.

გადაწყვეტილებას აშშ-ში ჩინეთის საელჩოში გამოეხმაურნენ. დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ ის "პოლიტიკურ მანიპულაციად" შეაფასა.

"სინამდვილეში, არავის ადარდებს, ჩამოვლენ ეს ადამიანები თუ არა და ეს არანაირად არ აისახება პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების წარმატებით ჩატარებაზე", – განაცხადა საელჩოს პრესსპიკერმა, ლიუ პენიუიმ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system