თავში

პეკინმა ოლიმპიადის დროს დრონების, დელტაპლანებისა და საჰაერო ბუშტების გაშვება აკრძალა

​პეკინმა ოლიმპიადის დროს დრონების, დელტაპლანებისა და საჰაერ
პეკინმა ოლიმპიადის დროს დრონების, დელტაპლანებისა და საჰაერო ბუშტების გაშვება აკრძალა

პეკინის ხელისუფლებამ ზამთრის ოლიმპიური თამაშების დროს ქალაქში მცირე ზომის საფრენი აპარატების გამოყენება აკრძალა. ამის შესახებ ინფორმაციას ჩინეთის დედაქალაქის საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტი ავრცელებს.

აკრძალვა 28 იანვრიდან 13 მარტამდე - პარაოლიმპიური შეჯიბრებების დასრულებამდე იმოქმედებს.

საერთო ჯამში, სიაში 12 აკრძალული ობიექტი მოხვდა, მათ შორის დრონები, საჰაერო ბუშტები და დელტაპლანები.

დამრღვევებს ჯარიმები ემუქრებათ.

ოლიმპიური თამაშები 4-დან 20 თებერვლამდე გაიმართება, პარაოლიმპიური თამაშები - 4-13 მარტს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system