თავში

პეკინს ქვიშის ახალი ქარიშხალი დაატყდა თავს

​პეკინს ქვიშის ახალი ქარიშხალი დაატყდა თავს
პეკინს ქვიშის ახალი ქარიშხალი დაატყდა თავს

პეკინს შიდა მონღოლეთიდან წამოსული, ქვიშის ახალი ქარიშხალი დაატყდა თავს. ჰაერში უკვე შეიმჩნევა მტვერი და ქვიშა. ეს უკვე მეხუთე ქარიშხალია, რომელიც წელს პეკინში დაფიქსირდა.

ჩინეთის დედაქალაქში ქარის სიჩქარე 7-8 ბალია, გზებზე ხილვადობა კი 3-5 კმ-ს აღწევს.

ხელისუფლება მოსახლეობას ურჩევს, სახლიდან მხოლოდ განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში გავიდეს, მანქანები ხეებთან და მაღალ შენობებთან არ გააჩეროს, ღია სივრცეებში კი ყველანაირი ღონისძიება გადაიდოს.

წელს პირველი და ბოლო 10 წლის მანძილზე ყველაზე ძლიერი, ქვიშის ქარიშხალი პეკინს 15 მარტს დაატყდა თავს, მეორე - 28 მარტს, მესამე - 15 აპრილს, მეოთხე - 26 აპრილს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system