თავში

პეკინში კორონავირუსის გამო 1255 რეისი გაუქმდა

პეკინში კორონავირუსის გამო 1255 რეისი გაუქმდა
პეკინში კორონავირუსის გამო 1255 რეისი გაუქმდა

პეკინის ორმა, შოუდუს და დასინის საერთაშორისო აეროპორტმა 1255 რეისი გააუქმეს. ეს გადაწყვეტილება დედაქალაქში კორონავირუსის ახალ ტალღასა და უსაფრთხოების ზომების გამკაცრებას მოჰყვა.

ამ დროისთვის ჩინეთის დედაქალაქში საგანგებო მდგომარეობაზე რეაგირების მეორე დონეა გამოცხადებული. პეკინში სულ ასეთი 4 დონე არსებობს. იანვარში, კორონავირუსის აფეთქების პირველი ტალღისას პირველი დონე იყო გამოცხადებული.

ჩინეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში ახალი კორონავირუსის ინფექციის 44 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის რეგისტრირებულია 11 უსიმპტომო მატარებელი პირი.

11 ახალი შემთხვევა იმპორტირებულია.

საერთო ჯამში, ინფექციის გავრცელებიდან დღემდე ჩინეთში გამოვლენილია COVID-19-ის 83 265 შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 78 379 ადამიანი, COVID-19–ით ინფიცირებული 252 პაციენტი ამჟამად საავადმყოფოში მკურნალობს.

ეპიდემიას 4 634 ადამიანი ემსხვერპლა.

კორონავირუსი, რომელიც პეკინის საბითუმო ბაზრობაზე გამოვლინდა, უფრო საშიშია, ვიდრე ვუჰანის ზღვის პროდუქტების ბაზარში დაფიქსირებული, რომლის შედეგადაც ჩინეთში ეპიდემიის პირველი ტალღა დაიწყო, - ამის შესახებ ჩინელმა ვირუსულოგმა, იანგ ჩჟანციუმ განაცხადა.

ჩინეთის ხელისუფლებამ პეკინის 22 კვარტალი საშუალო დონის ეპიდემიოლოგიური რისკის ზონად გამოაცხადა. ეს გადაწყვეტილება პეკინის ზღვის პროდუქტების ერთ-ერთ უმსხვილეს ბაზრობაზე კორონავირუსის ახალი კლასტერის გაჩენას მოჰყვა.15 ივნისს ამ ბაზრობაზე პოლიციის შეიარაღებული ნაწილები შევიდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system