თავში

პენელოპა კრუსმა შვილებს ტელეფონისა და სოც ქსელების გამოყენება აუკრძალა

პენელოპა კრუსმა შვილებს ტელეფონისა და სოც ქსელების გამოყენება აუკრძალა
პენელოპა კრუსმა შვილებს ტელეფონისა და სოც ქსელების გამოყენება აუკრძალა

ესპანელმა მსახიობმა პენელოპა კრუსმა განაცხადა, რომ მან და ხავიერ ბარდემმა შვილებს ტელეფონებითა და სოციალური ქსელებით სარგებლობა აუკრძალეს. Report.ge-ის ცნობით, ამის შესახებ გამოცემა CBS წერს.

მსახიობმა აღნიშნა, რომ ის 10 წლის ლეონარდოს და 8 წლის ლუნას უფლებას აძლებს ფილმებს და მულტფილმებს უყურონ, რადგან ახსოვს, რომ ბავშვობაში ასეთი შინაარსის ნამუშევრების ყურება მისთვის "წარმოუდგენელი ბედნიერება" იყო. ამავდროულად, კრუსმა განაცხადა, რომ 16 წლამდე ბავშვებს  სოციალურ ქსელებთან არ მიუშვებს. მსახიობის თქმით, ასეთი ნაბიჯი მათ ჯანსაღი ფსიქიკური ჯანმრთელობის შენარჩუნებას შეუწყობს ხელს.

ბარდემი და კრუსი ერთმანეთს 1992 წელს შეხვდნენ და 2010 წელს დაქორწინდნენ. მათი პირველი შვილი, ლეონარდო, ლოს-ანჯელესში 2011 წლის იანვარში დაიბადა. მსახიობის მეორე ორსულობის შესახებ 2013 წლის თებერვალში გახდა ცნობილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system