თავში

თურქეთის პრეზიდენტის და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის შეხვედრა 1 საათსა და 40 წუთს გრძელდებოდა

​თურქეთის პრეზიდენტის და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის
თურქეთის პრეზიდენტის და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის შეხვედრა 1 საათსა და 40 წუთს გრძელდებოდა

ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსისა და თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეხვედრა დასრულდა.

აუდიენცია დახურულ კარს მიღმა 1 საათი და 40 წუთი გაგრძელდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიისთვის კომენტარი არ გაკეთებულა.

მაიკ პენსის ვიზიტის მიზანი სირიის ჩრდილოეთით თურქეთის სამხედრო ოპერაციის შეწყვეტასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების გამართვაა.

ამ წუთებში ამერიკისა და თურქეთის დელეგაციების შეხვედრა დაიწყო.

თურქეთში იმყოფება აშშ-ს სახელმწიფო მინისტრი მაიკ პომპეოც, რომლიც ანკარაში შეერთებული შტატების სამთავრობო დელეგაციის ვიზიტამდე ცოტა ხნით ადრე ჩავიდა. პომპეო მოლაპარაკებებს ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან გამართავს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system