თავში

პენსილვანიის სასამართლომ რესპუბლიკელების სარჩელი არ დააკმაყოფილა

პენსილვანიის სასამართლომ რესპუბლიკელების სარჩელი არ დააკმაყოფილა
პენსილვანიის სასამართლომ რესპუბლიკელების სარჩელი არ დააკმაყოფილა

პენსილვანიის სასამართლომ 21 ნოემბერს დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის სარჩელი არ დააკმაყოფილა, რომლითაც რესპუბლიკელები 3 ნოემბრის არჩევნების ბიულეტენების ბათილობას მოითხოვდნენ. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters წერს.

გამოცემის ცნობით, პენსილვანიის ერთ-ერთი ოლქის მოსამართლემ მეთიუ ბრანმა დაადგინა, რომ ტრამპის შტაბის სარჩელი "უსაფუძვლო იურიდიულ არგუმენტებსა და ბრალდებებს" შეიცავს. 

აშშ-ის საპრეზიდენო არჩევნები 2020 წლის 3 ნოემბერს გაიმართა. წამყვანი ამერიკული მედიასაშუალების ინფორმაციით, დაძაბული ორთაბრძოლა დემოკრატმა ჯო ბაიდენმა მოიგო. ხმის დათვლის პროცესი ქვეყანაში ჯერ არ დასრულებულა და შესაბამისად, ოფიციალური შედეგები ამ დრომდე არ გამოცხადებულა, თუმცა, ბოლო მონაცემებით ბაიდენს ამომრჩეველთა კოლეგიის წევრთა 306 ხმა აქვს, დონალდ ტრამპს კი 232. აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებისთვის საარჩევნო კოლეგიის 270 ხმაა საჭირო.

მიუხედევად არსებული შედეგებისა, დონალდ ტრამპი დანებებს არ აპირებს და საკუთარი გამარჯვების დაცვას სასამართლოს გზით აპირებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system