თავში

პენსიონერი, რომელიც სარდაფში ტანკსა და ნაცისტურ იარაღს ინახავდა, გაასამართლეს

პენსიონერი, რომელიც სარდაფში ტანკსა და ნაცისტურ იარაღს ინახავდა, გაასა
პენსიონერი, რომელიც სარდაფში ტანკსა და ნაცისტურ იარაღს ინახავდა, გაასამართლეს

გერმანიაში, ქალაქ კილში, სასამართლომ იმსჯელა, დაარღვია თუ არა პენსიონერმა ქვეყნის სამხედრო შეიარაღების კონტროლის შესახებ კანონი, ვინაიდან ის საკუთარი სახლის სარდაფში ნაცისტების ეპოქის ტანკსა და იარაღს ინახავდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. ინფორმაციას NDR ავრცელებს.

მამაკაცს 14 თვით პირობითი სასჯელი და 250 ათასი ევროს ოდენობის ჯარიმა მიუსაჯეს.

მეორე მსოფლიო ომის სამხედრო ტექნიკა, მათ შორის საზენიტო დანადგარი და ტორპედო, 2015 წელს ნაცისტური ხელოვნების სათავსების გამოძიების დროს აღმოაჩინეს.

ტანკის ამოსაყვანად 20 ჯარისკაცს დაახლოებით 9 საათი დასჭირდა.

პროკურორები და ადვოკატები ახლა განიხილავენ შესაძლო სასჯელს, მათ შორის პირობით მსჯავრსა და 500,000 ევროს ოდენობის ჯარიმას.

დაცვის მხარე აცხადებს, რომ იარაღის უმეტესობა უმოქმედოა, ტანკი კი ჯართის სახით იყო ნაყიდი. ისინი ჯარიმის შემცირებას 50,000 ევრომდე ითხოვენ.

საქმესთან დაკავშირებით კიდევ ერთი მოსმენა ოთხშაბათს გაიმართება, საბოლოო გადაწყვეტილება კი მომავალ თვეშია მოსალოდნელი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system