თავში

პენსიონერი ცოლ-ქმარი მეზობლებს 3 წელი ატერორებდა

​პენსიონერი ცოლ-ქმარი მეზობლებს 3 წელი ატერორებდა
პენსიონერი ცოლ-ქმარი მეზობლებს 3  წელი ატერორებდა

იტალიის სასამართლომ დამნაშავედ ცნო პენსიონერი წყვილი, რომელთაც მეზობლებს ცხოვრება წლების განმავლობაში ჯოჯოხეთად უქციეს.

მილანის მახლობლად მცხოვრები პენსიონერი ცოლ-ქმარი ხმაურით, ყვირილითა და მუქარით შოკში აგდებდა სართულით მაღლა მცხოვრებ ოჯახს. 80 წლის მამაკაცი მეზობლებს ავტომანქანის ფარეხთან შეხვედრას სთავაზობდა, რომ "მათ თვალწინ მოეკლა ბავშვები, მათთვის გულ-ღვიძლი ამოეგლიჯა და შეეჭამა" და ა.შ. მას მხარს უწერდა 77 წლის მეუღლე, რომელიც სასამართლომ ქმრის დანაშაულში თანამონაწილეობაში დაადანაშაულა.

მოხუცი კაცის განცხადებით, ასაკისა და ავადმყოფობის გამო მას დასაკარგი არაფერი ჰქონდა.

პენსიონერი წყვილი ღამით სპეციალურად ხმამაღლა უსმენდა რადიოს, ცოცხს ურტყამდა ჭერს. საკუთარ საქციელს მოხუცები იმით ამართლებდნენ, რომ თითქოს მეზობლები და მათი შვილები ხმაურობდნენ და მათთვის ჭკუის სწავლება უნდოდათ.

ახალგაზრდა ოჯახმა ხმის საიზოლაციო სისტემაც დააყენა, თუმცა ვერაფრით დააღწია თავი მეზობლების ტერორის. ისინი მშვიდად მხოლოდ ქუჩაში გასვლის შემდეგ იყვნენ.

სასამართლომ მოხუც წყვილს 8 თვიანი პირობითი პატიმრობა მიუსაჯა. სასჯელისგან ისინი თავს მხოლოდ დაზარალებული ოჯახისთვის, კომპენსაციის სახით, 30 000 ევროს გადახდის შემთხვევაში გაითავისუფლებენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system