თავში

პენტაგონი რამდენიმე ქვეყანაში სამხედრო ატაშეების შეცვლას გეგმავს

​პენტაგონი რამდენიმე ქვეყანაში სამხედრო ატაშეების შეცვლას გეგმავს
პენტაგონი რამდენიმე ქვეყანაში სამხედრო ატაშეების შეცვლას გეგმავს

პენტაგონმა აფრიკაში აშშ-ის საელჩოებიდან სამხედრო ატაშეების გაწვევა, სხვა ქვეყნებში კი მათი შეცვლა დაიწყო. ამის შესახებ გაზეთი Wall Street Journal წერს.

გამოცემის ცნობით, მარკ ესპერის განკარგულებით, რომელსაც პენტაგონის ხელმძღვანელმა 24 აგვისტოს მოაწერა წელი, 8 ქვეყანაში - საუდის არაბეთში, ეგვიპტეში, პაკისტანში, დიდი ბრიტანეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ქუვეითში, ერაყსა და თურქეთში სამხედრო ატაშეების თანამდებობებს გენერლები და ადმირლები კი არა, არამედ პოლკოვნიკები და პირველი რანგის კაპიტნები დაიკავებენ.

გამოცემის წყაროების თქმით, ეს გადაწყვეტილება გეოპოლიტიკურ არენაზე ჩინეთისა და რუსეთისთვის წინააღმდეგობის გასაწევად რესურსების გადანაწილებისთვის გახდა აუცილებელი. ამასთან, კონგრესის მიერ დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში, პენტაგონმა 110 ადამიანი გენერლებისა და ადმირლების წოდებით 2022 წლის დეკემბრამდე უნდა შეამციროს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system