თავში

პენტაგონის ხელმძღვანელი კიევში ჩავიდა

​პენტაგონის ხელმძღვანელი კიევში ჩავიდა
პენტაგონის ხელმძღვანელი კიევში ჩავიდა

აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ოფიციალური ვიზიტით კიევში ჩავიდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

"მე ჩამოვედი კიევში. მე აქ ვარ, რომ კიდევ ერთხელ დავადასტურო ჩვენი ურყევი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებისადმი და რუსეთის აგრესიის შემდგომი შეკავების მიზნით უკრაინის შესაძლებლობების განვითარებისადმი ჩვენი ერთგულება გამოვხატო", - წერს ლოიდ ოსტინმა Twitter-ზე.

ვიზიტის ფარგლებში პენტაგონის ხელმძღვანელი უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკისთან და თავდაცვის მინისტრ სერგეი ტარანთან უსაფრთხოების და თავდაცვის რეფორმების სფეროში ორმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის საკითხებს განიხილავს.

ლოიდ ოსტინი ასევე მონაწილეობას მიიღებს ღონისძიებაში, რომელზეც უკრაინისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system